დედაქალაქი წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

დედაქალაქი 10-11 თებერვალს წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა სასმელი წყლის მნიშვნელოვაზე და ამ მხრივ დედაქალაქში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, იმ განხორციელებულ პროექტებზე, რომელთაც მუნიციპალიტეტი, ბოლო წლების განმავლობაში, წყლისა და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების თვალსაზრისით ახორციელებს.

მისივე განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა თავისი განსაკუთრებული მდებარეობის, მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო და სასმელი წყლის სექტორის განვითარების პარალელურად, აქვს შესაძლებლობა, იყოს წამყვანი ენერგოიმპორტიორი ქვეყანა.

„სამწუხაროდ, საქართველოში სასმელი წყლის სექტორი ძირეულ ცვლილებებს და მასშტაბურ ინვესტიციებს საჭიროებს. 2017 წელს, როდესაც ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და არსებობდა უამრავი პრობლემა.

სწორედ ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მთავრობა ახორციელებს, იწყებს, პირველ რიგში, მწყობრიდან გამოსული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლით, წყლისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგებით, რაც როგორც მოგეხსენებათ, სამუშაოების ვადებსა და ღირებულებას ზრდის. ეს ყველაფერი მოსახლეობაში გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა შესრულებულმა სამუშაომ უნდა გაუძლოს ათეულობით წელს, გვიწევს 24-საათიანი, დაუღალავი შრომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში დედაქალაქში არაერთ ქუჩასა და გამზირზე გამოიცვალა წყლისა და წყალარინების ცენტრალური ქსელები, სხვადასხვა დასახლებაში უკვე აშენდა ან იგეგმება ცენტრალური კოლექტორების მშენებლობა; მსგავსი ტიპის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსებშიც.

„ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, როგორც მუნიციპალიტეტების, ისე წყლის მომწოდებელი კერძო კომპანიების დონეზე, საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, ამაში კი თქვენი, მაღალი სტანდარტების მქონე ოპერატორების ჩართულობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების იმედი გვაქვს. თბილისის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოსა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საერთაშორისო კომპანია „აქუალია“, რომელიც GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ოპერირებს.

ფორუმის მონაწილეები ეროვნულ და რეგიონულ კონტექსტში სასმელი წყლის სექტორის განვითარებისთვის სამომავლო ნაბიჯებზე, ასევე, ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით წყლის სექტორის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნის საჭიროებაზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, მარეგულირებელი და კერძო კომპანიების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმის ფარგლებში დედაქალაქს „აქუალიას“ აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, ამავე კომპანიის რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი და ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბან ფერნანდესი ეწვია, რომლებმაც დედაქალაქის მერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც გამართეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772959620

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძემ გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წ...

გიორგი ჯინჭარაძე

1772956641

ახალი ამბები

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...

„ბორჯღალოსნები“

1772955954

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...

ზურაბ აბაშიძე

1772953430

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...

დაკავებადაკავება

1772953316

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

სამეგრელოს პოლიცია