დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე
„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.
„დღევანდელ დღეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო აღასრულებს წირვას და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ქმედება. ეს არის გულითადი, ლოცვითი კავშირი ღმერთთან, ღვთისმშობელთან და მის უწმინდესობასთან. მისი უწმინდესობა, რომელიც არის შემოქმედი თანამედროვე ამ ეკლესიისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და სადაც ვცხოვრობთ, ამ ეკლესიაზე მზრუნველობას შესთხოვს, ამ ეკლესიის წინამძღოლობას შესთხოვს, რომ გააძლიეროს უწმინდესმა ქართველი ერი, ეკლესია, მოსაყდრე მეუფე შიო იმისთვის, რომ კეთილად უწინამძღვროს ამ პროცესებს“, - აღნიშნა მახნიაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა ახალი პატრიარქის არჩევაზე საზოგადოების ნაწილის მოსაზრებებთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე. არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, ამ ჩვენი ადამიანური შფოთვის გარდა არ იგრძნობა არაფერი ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობდეს. უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ, მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის ურყევი სულიერი წყობა და ლოგიკაა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს - ალბათ, მეუფე შიოში დაინახა ის უნარები, თვისებები, რომლების ნაყოფიც ვნახეთ. 9 წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას. ჩვენ დავინახეთ ეს სამგლოვიარო დღეები და დიდი მადლობა ქართველ ერს, ყველა თქვენგანს ამ მხარში დგომისათვის და ასე კეთილშობილურად წარმართვისათვის. აქაც დავინახეთ მეუფე შიოს ასეთი მტკიცე ლიდერული თვისებები და მეორეს მხრივ, კოლეგიალობა, შეთანხმებულობა სხვა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან“, - აღნიშნა დეკანოზმა იაკობმა.
ცნობისთვის, დღეს, 29 მარტს სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე შიომ აღასრულა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1774793170
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება
„ვინც გაბედავს და წინ აღუდგება ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს წმინდა ეროვნულ და სარწმუნოებრივ ინსტიტუტებს, რა თქმა უნდა, ის ქართველ ხალხთან დამარცხდება“, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო...
1774790550
ახალი ამბებირომის პაპი: იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ
„იესო ქრისტე არ უსმენს მათ ლოცვებს, ვინც ომებს აწარმოებენ, არამედ უარყოფს მათ“, - ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, იესო ქრისტე უარყოფს ომს და ამბ...
1774788961
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან, ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებებს ევროკავშირის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ბ...
1774788815
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ადამიანებმა, რომლებიც გარეთ დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ
„ადამიანებმა, რომლებიც გარეთ [აქციაზე] დგანან ხოლმე, თავი ვერ შეიკავეს, რომ ასეთ მძიმე დღეებში, როცა გლოვაში იყო მთელი ქართველი ერი, მაშინაც ზიზღი არ ენთხიათ“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...
1774785993
ახალი ამბებილიეტუვასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მეორე მატჩს კაუნასში ლიეტუვის ნაკრებთან გამართავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დასახელა: მამარდაშვი...































