დავით ქართველიშვილი: პოლონეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან, ტუსკმა კი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებებს ევროკავშირის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპელი ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მოკლებულია საღ აზრს და მაგალითად მოიყვანა ენერგოპოლიტიკა და მიგრაციის პოლიტიკა:
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საღ აზრს. ევროპის გაძლიერების ნაცვლად, ისინი ასუსტებენ მას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში. დასტურად კი მოიყვანა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც უგულებელყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“ - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, პრეზიდენტი მზადაა, წავიდეს პუტინთან მოლაპარაკებაზე. ქართველიშვილის შეფასებით, ტუსკის სიტყვები, რომ არსებობს პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე, უკრაინის ომის გამო რეალურია.
„ქვეყნის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, ისაუბრა პოლონეთის 20 წლიან ისტორიაზე, როგორც ევროკავშირის წევრობისა და იმის მზარდ ცნობიერებაზე, თუ როგორ ასუსტებს გაერთიანების პოლიტიკა ევროპული სიძლიერის საფუძვლებს. ამ განცხადების ფონზე, როგორი საინტერესო იქნებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მოსაზრებასთან გაცნობა. იმედია, ჩვენი ჟურნალისტები ქართულ საზოგადოებას ამ სიამოვნებას არ მოაკლებენ. „ჩვენ 20 წელია ევროკავშირის ნაწილი ვართ და ახლა მას სასწრაფო დახმარება სჭირდება. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი სიძლიერის საფუძვლების შესუსტების რისკს ქმნის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიუროკრატები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საღ აზრს. ევროპის გაძლიერების ნაცვლად, ისინი ასუსტებენ მას“, - განაცხადა მან RMF FM რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში. დასტურად, პოლონეთის ლიდერმა მოიყვანა ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, უგულებელყოფს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მან ახსენა მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ვერ იცავს ევროკავშირის საზღვრებს ან სოციალურ ერთიანობას. „ეს არის იდეოლოგიური პროექტები, რომლებიც გვაშორებს ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძვლად მყოფი ღირებულებებისგან, მათი გაძლიერების ნაცვლად. მე მჯერა, რომ ევროპა და ამერიკა ძლიერები არიან, როდესაც პატივს სცემენ თავიანთ ქვეყნებს“, - თქვა ნავროცკიმ. მან, ასევე, გამოაცხადა მზადყოფნა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება აწარმოოს პუტინთან. ტუსკმა პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ გამოაცხადა. პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხე უკრაინის გამო რეალობად იქცა“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1774785993
ახალი ამბებილიეტუვასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მეორე მატჩს კაუნასში ლიეტუვის ნაკრებთან გამართავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დასახელა: მამარდაშვი...
1774785057
ახალი ამბებიმეუფე დიმიტრი პატრიარქზე: ის იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა
„საზომი ურთიერთობის, ღირსების, სიყვარულისა და თავდადებისა“, - ასე მოიხსენია ილია მეორის მოღვაწეობა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა. როგორც მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას აღნიშნა, პატრიარქი უამრავი ადამია...
1774784915
ახალი ამბებიმამა გიორგი ვაშალომიძე: სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით
„სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მდებარეობს მისი უწმინდესობის საფლავი, არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, დღევანდელი დღის ჩათვლით“, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, სასულიერო აკადემიის...
1774784848
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: დღეს მთავარია, სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა ავირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ერთი საქმე ვაკეთოთ, ერთსულოვნებით
ილია მეორის ღვაწლზე და ბოლო დღეებში, საპატრიარქოს მისამართით მიმდინარე კამპანიაზე ილაპარაკა ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა. მეუფე იაკობის განმარტებით, ახალ, 142-ე პატრიარქს თავად სინოდი გამოარ...
1774784431
ახალი ამბებიმეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება
„კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო - რაც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ დღეებში, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება“, - განაცხადა სა...































