დღეს, 20 ივნისს, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება

დღეს 20 ივნისს, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა "სირცხვილია".

აქცია დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქციაზე დაგეგმილია სიტყვით მიმართვები, სადაც გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

აქციას სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უერთდებიან.

"ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს",- სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს "სირცხვილია" და მისი თანამოაზრეები.

მანამდე 16 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საზოგადოება ევროპის მოედანზე შეიკრიბა. შეხვედრის მიზანი, ევროპისთვის ქართველი ხალხის ერთიანობის ჩვენება იყო. 

ასევე დაგაინტერესებთ:

📍დღეიდან, 20 ივნისიდან, პეტრე-პავლობის მარხვა იწყება – ყველაფერი რაც ამ მარხვის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738929991

მსოფლიო

USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს

ორგანიზაცია USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში...

USAID

1738927838

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 8-10 თებერვალს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილ...

ააა

1738925759

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე: ეს არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით, დანარჩენი სპეკულაციაა

„ყველა ცვლილება ემსახურება ეფექტური მექანიზმების სრულყოფას. ეს არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია“, - ამის შესახებ სარლამენტის საპროცედურო საკით...

დავით მათიკაშვილი

1738923688

მსოფლიო

ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად ბაიდენმა და ჰარისმა 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს - ამერიკელი კონგრესმენი

აშშ-ის კონგრესის წევრი ნენსი მეისი აცხადებს, რომ მხოლოდ გასულ წელს ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად აშშ-ის ხელისუფლებამ 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. ინფორმაციას FoxNews ავრცელე...

ამერიკელი კონგრესმენი

1738922128

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება. მისი თქმით...

ლევან მახაშვილი