"დღეს ძალიან კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი. ცარიელი სკამი იდგა და დარბაზში მქუხარე ოვაციები იყო" - გიული ალასანია
"ძალიან ამაყი გამოვედი, დონალდ ტუსკმა, თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით. დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ალასანიას განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილი კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ ძალიან ამაყი იყო, რადგან “არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი”.
“ძალიან ამაყი გამოვედი იმიტომ, რომ დღეს როტერდამში უზარმაზარ დარბაზში, სადაც ძალიან ბევრი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა, დონალდ ტუსკმა თავისი გამოსვლა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით დაამთავრა.
დაინგრა დარბაზი ოვაციებისგან.
იმედი გვაქვს, რომ ხვალ შემოვლენ ექიმები და დაიძვრება ეს პროცესი.
ჩვენ ძალიან ვჩქარობთ იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ვეღარ დაიცდის.
დღეს ძალიან კარგ გუნებაზე იყო იმიტომ, რომ არცერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი.
ცარიელი სკამი იდგა და დარბაზში მქუხარე ოვაციები იყო.
ასეთი შემთხვევა არ მაგონდება. ძალიან ამაყი იყო.
მოლოდინი გვქონდეს უკეთესის.
ოპტიმისტები ვიყოთ.
დავიღალეთ უკვე ამდენი პესიმიზმით და ამდენი უბედურებით.
ველოდები, რომ ყველაფერი კარგად წავა”,- განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, როტერდამში "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობა გაიხსნა, სადაც პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დელეგატებს სიტყვით მიმართვის ბოლოს საქართველო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.
დარბაზში მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ცარიელი სკამი იდგა.
წყარო: ipn
ასევე დაგაინტერესებთ:
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...































