დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი იესოსთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა და ხმა ჩაესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5).

ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა.

მან გააფრთხილა მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

მარიამობის მარხვა ფერისცვალებას თევზით ხსნილია. ამასთან ერთად, დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787068517

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს

Welt-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი სოციოლოგიური კვლევით, გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის სათავეშია, ფრიდრიხ მერცის მმართველი კოალიცია კი მას მკვეთრად ჩამორ...

„ალტერნატივა გერმანიისთვის

1787066560

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთ თემას - სახელმწიფოს მიერ ეროვნული ინტერესების დაცვას აფ...

გიორგი ვოლსკი

1787064174

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამ...

გივი მიქანაძე

1787062491

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის...

იუსტიციის სამინისტრო

1787061204

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: მე-18 საუკუნეში გაკეთებულმა ცივილიზაციურმა არჩევანმა ქვეყანას ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მე-18 საუკუნეში გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი, რომლის შედეგადაც საქართველოს ქრისტიანული ევროპული მომავლის პერსპე...

ირაკლი ქადაგიშვილი