გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ახალგაზრდებს სტიპენდიის მიღება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გივი მიქანაძემ საფრანგეთის მხარესთან ერთობლივად ადმინისტრირებული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.

პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობა, ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

2016 წლიდან 2026 წლის ჩათვლით, „France Excellence“-ის პროგრამის ფარგლებში 103 სტიპენდიატი დაფინანსდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სწავლა საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე ისეთ მიმართულებებზე გაეგრძელებინათ, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, მათემატიკა, სტატისტიკა და მენეჯმენტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787056223

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: აფხაზეთი მათთვის არ არის თავის ტკივილი, ერთადერთი თავის ტკივილია, პატრონებს მოაწონონ თავი, აქ არეულობა შემოიტანონ

„ბარამიძეს განცხადება წამოცდენა არ ყოფილა, მით უფრო, მეორე თუ მესამე დღეს განმარტა და კი არ უარყო, არასწორი ვთქვი, ან შემეშალაო, რისკენაც მოუწოდეს ქართველმა გენერლებმა, არამედ თქვა, დიახ, უბრალოდ სიტყ...

ააა

1787054236

ახალი ამბები

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის...

გიორგი ანწუხელიძე

1787054040

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდე...

პროკურატურ

1787053260

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი „ოპოზიციის ალიანსზე“: ეს ალიანსი როდესაც შეიქმნა უკვე მკვდრადშობილი იყო

მმართველი გუნდის დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ალიანსი თავიდანვე დაშლისთვის იყო განწირული. „ეს ალიანსი როდესაც შეიქმნა უკვე მკვდრადშობილი იყო. იგავების კლასიკოსს, კრილოვს დავესე...

ირაკლი ქადაგიშვილი

1787052163

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო

„როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს, რომ ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციუ...

გურამ მაჭარაშვილი