ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები სიახლეს არ წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნულ მავნებლურ ქმედებას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, რასთან დაკავშირებითაც ის ვრცლად საუბრობს საკუთარ პოსტში.

მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა “შერიგების პროცესის საბოტაჟი.”

„- ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე.

- როდესაც საუბარია ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ნდობის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ თუ ეკონომიკურ ხიდებზე, ოპოზიციური აგენტურა და მათი აქტივისტები მხოლოდ სიძულვილსა და ბზარის გაღრმავებას თესავენ.

- ეს ტენდენცია ახალი არ არის… ამ მავნებლურ მიდგომას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა. გახსოვთ ალბათ, როგორ აჟღერებდა თინა ხიდაშელი იდეას, რომ NATO-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე „ერთადერთი პრაგმატული გზაა”, იგი ამბობდა ვციტირებ “… აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე – ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა“. ანუ პირდაპირ გვთავაზობდნენ აფხაზეთზე დროებით თუ სამუდამოდ უარის თქმას და ტერიტორიების გარეშე „დასავლურ გაერთიანებებში“ სვლას. საბედნიეროდ მე იმ დროს ამ ანტიეროვნული “იდეის” მხარდამჭერი ქართველი არ მინახავს, თუმცა ახლა 12 წლის თავზე ასეთებიც გამოჩნდნენ! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ ენგურს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას , იქნება ეს ელექტროენერგია, უფასო ჯანდაცვის პროგრამები თუ კრიზისის დროს საწვავის მიწოდება, ოპოზიციური აქტივისტები ისტერიკას აწყობენ. სოციალურ ქსელებში პირდაპირ გვესმის რადიკალებისგან მოწოდებები, თითქოს უკრაინულმა დრონებმა საწვავმზიდები უნდა დაბომბონ და ნებისმიერი ჰუმანიტარული თუ ბიზნესნაბიჯი „ოკუპანტის დახმარებად“ გამოაცხადონ.

- რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად რომან გოცირიძე, ყოველგვარ ჰუმანიტარულ და შერიგების მცდელობას „კანონდარღვევად“ და „სანქციების გვერდის ავლად“ აფასებს.

- ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ბზარი უფრო გაღრმავდეს. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის გამთლიანება – მათთვის მთავარია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დივიდენდები და დონორების დავალებების შესრულება.

- საქართველოს გამთლიანება გადის მხოლოდ და მხოლოდ ნდობის აღდგენასა და ზრუნვაზე, და არა მტრობის გაღვივებაზე!

Ps ისე კარგი იქნება თუ მოვისმენდით აგონიაში მყოფი ოპოზიციისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გზას-გეგმას! თუ რა თქმა უნდა დაბრუნების სურვილი აქვთ…”, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786878171

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და...

პროკურატურა

1786876228

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: „ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე.წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია, როგორც ე.წ. ქართული ოპოზიცია

„ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია“,- ამის შეს...

ცოტნე ანანიძე

1786873875

მსოფლიო

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ, - წერს The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებ...

 გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი

1786871289

მსოფლიო

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი სურს, რომლის მიზანიც ნახევარკუნძულზე „დროებითი ზავის“ „მშვიდობის რეჟიმით“ ჩანაცვლება იქნება. პრეზიდენტმა მოუწოდა დიალოგისკენ ჩრდილოეთ...

ლი ჯე მიონ

1786870470

სპორტი

მერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება. UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტუ...

მერაბ დვალიშვილი