დღეს მშვიდობის სახელით ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარის ჩაკვლა ხდება - თეონა აქუბარდია

პრობლემა არ არის მხოლოდ „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლება, პრობლემაა სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომელმაც 30 წლის მანძილზე საბჭოური ტიპის გაწვევა ვერ შეცვალა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ სამშობლოს დაცვა ყველას ვალია, მაშინ ეს ყველა უნდა იყოს რეალურად ყველა და არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავი დაიძვრინონ.

„სამშობლოს დაცვა თუ ყველა მოქალაქის ვალია - რომელი პოლიტიკოსის შვილი გახსოვთ ჯარში? - მე მახსოვს ირაკლი ალასანიას შვილი და მეტს ვერ ვიხსენებ. რატომ არ არის ეს საყოველთაო და ყველასთვის?! თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სამშობლოს დაცვა ყველას ვალია, მაშინ ეს ყველა უნდა იყოს, რეალურად ყველა და არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავი დაიძვრინონ მოსაკრებლის გადასახადით, რომელიც 2000 ლარია, ან უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებით.

მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სავალდებულო სამსახური აუცილებელია. მე არ ვეთანხმები, რომ გასაუქმებელია. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც გაუქმებული ჰქონდა, დაუბრუნდა. გაწვევის სისტემა უნდა გვქონდეს მყარი და არა საბჭოური, რომელიც დღემდე გვაქვს. 30 წელია ვერ ავაშენეთ ისეთი სისტემა მხოლოდ თავდაცვის მიზნებს მოემსახურება. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ სისტემა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს ისეთი სისტემა, სადაც ყველა წავა ჯარში და არ იქნება ის შესაძლებლობები, რომ თავი დაიძვრინონ და პრესტიჟული იქნება ჯარში მსახურება და პოლიტიკა ორიენტირებული, რომ თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული. დღეს მშვიდობის სახელით აბსოლუტურად ბრძოლისუნარიანობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარის ჩაკვლა ხდება საზოგადოებაში და ამ ვითარებაში რატომ უნდა წავიდეს ახალგაზრდა ჯარში, ეს კითხვები ობიექტურად არსებობს.

პრობლემა არ არის მხოლოდ „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლება, პრობლემაა სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომელმაც 30 წლის მანძილზე საბჭოური ტიპის გაწვევა ვერ შეცვალა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე საინტერესოა:

🔵 ამერიკაში 30 წლის ემიგრანტი გარდაიცვალა - გიორგი ნინიკური საქართველოდან ერთი თვის წინ წავიდა

🔵 „მამას ბოლო პენსია“ - ეძებენ 5 ლარიანის პატრონს, რომელმაც კუპიურაზე ეს ემოციური წარწერა გააკეთა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782234415

ახალი ამბები

თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.   შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას...

თბილისის მერი

1782231690

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვ...

პროკურატურა

1782230096

ახალი ამბები

შს სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქ...

შსს განცხადება

1782227798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ

„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

ლევან მაჭავარიანი

1782225791

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი