პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში უკანონოდ მოაწყვეს ფარული ლაბორატორია, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს აწარმოებდნენ, რასაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალურ პაკეტებში აფასოებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია დაახლოებით 20 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - მეფედრონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ამავე ნარკოტიკული საშუალებების დამზადებისათვის საჭირო ნივთიერებები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782225450

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა

„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1782225209

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედა...

ლევან ჟორჟოლიანი

1782223863

მსოფლიო

ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო

ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, - განაცხადა აშშ-ში ისრაელის საელჩომ. მათივე ცნობით, დღევანდელი სესია პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს დაე...

ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის

1782221959

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს. „ხალხის ძალის“ ცნობით, დავით...

დავით ქართველიშვილი

1782221822

საზოგადოება

პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექ...

შოთა ბერეკაშვილ