დიმიტრი სამხარაძე რომეო მიქაუტაძეზე: ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული, კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს პოლიტიკოსი!

„ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო!“, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავებას, რომელიც, სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.
სამხარაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მით უმეტეს - პოლიტიკოსი, შესაბამისად, ვინც ოდესმე რამეშია შემჩნეული, ყველას მოეკითხება.
„ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
1750516318
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ბატონი ჰერჩინსკი და კიდევ რამდენიმე ელჩი პირდაპირ იქცნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არა მხოლოდ ლობისტებად, არამედ წევრებად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბატ...
1750515297
ახალი ამბებიმეუფე შიო: გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი
„დღეს გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი“, -...
1750512781
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მი...
1750511851
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე: „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო, მისგან თავი დაეცვათ, ჩვენთან კი, სასარგებლო იდიოტებს მისი არსებობის დაჯერება ეგოიმებათ
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერზე წერს, რომელიც მიუხედავად მშვიდი და გაწონასწორებუ...
1750511381
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის ელჩს: ძვირფასო პაველ, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზუგდიდში ხაჭაპური აჩუქეს და უთხრეს: „ბატონო ელჩო, თქვენ არ უნდა გადა...