ეკა სეფაშვილი: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წესრიგის შექმნის სათავეა, რომლის დროსაც გადაიხედება ყველაფერი, მათ შორის, უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც დღემდე მოქმედებდა.
„ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხალხის დახმარებით, შეინარჩუნა სუვერენიტეტი. ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ დავემორჩილეთ გარედან ნაკარნახევ არცერთ ქმედებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქმნიდა საფრთხეს“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკისა და საზოგადოების დახმარებით, რთული 3 წელი გაიარა ქვეყანამ და მოახერხა ომის თავიდან არიდება.
დეპუტატმა ამ პროცესში „ხალხის ძალის“ დამსახურებაც აღნიშნა და განაცხადა, რომ „ხალხის ძალა“ იყო პირველი, ვინც ღიად დაიწყო საუბარი უცხო ძალების ზეწოლის შესახებ. „ყოველდღიურად მოწმე ვხდებით მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ძალთა ახალი გადანაწილების, ახალი ბალანსის დასამყარებლად. ეს ომიც, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, არის პროქსი ომი. ეს არის ომი, რომელმაც უნდა დაუდოს სათავე გლობალური ახალი წესრიგის შექმნას და გლობალურ ახალ წესრიგში, რა თქმა უნდა, ყველაფერი გადაისინჯება და გადაიხედება, მათ შორის, უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც დღემდე მოქმედებდა. ამ უსაფრთხოების წესრიგში საქართველოც მოყვა და ეს მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა და არ არის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, მისი ზომების მიუხედავად.
ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხალხის დახმარებით, შეინარჩუნა სუვერენიტეტი. ვგულისხმობ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ დავემორჩილეთ გარედან ნაკარნახევ არცერთ ქმედებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქმნიდა საფრთხეს. სწორედ, ეს 3 წელი იყო ყველაზე რთული ამ ვითარებაში, რადგან მიმდინარეობდა ომი რუსეთ-უკრაინას შორის, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოს ჩართულობას იმიტომ, რომ ძალთა ახალი ბალანსისათვის საქართველოს ფიზიკურად ომში ჩართულობა იქნებოდა მნიშვნელოვანი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქართველი ხალხის, ჩვენი ხელისუფლების და რა თქმა უნდა, „ხალხის ძალის“ დამსახურებაც, რომელმაც პირველმა დაიწყო რეალურ ვითარებაზე გახსნილად საუბარი იმისათვის, რომ ხალხს ჰქონოდა ინფორმაცია და სწორი გადაწყვეტილება მიეღო“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1748714976
საქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...
1748710793
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს
გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...
1748708135
საზოგადოებაპირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...
1748704744
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...
1748702647
ახალი ამბებიმაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ
ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...