მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა. მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანს არ უნდა ვკითხოთ, ბიჭია თუ გოგო - ამ კანონებმა დაგვიცვა ამ თემისგან

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა. მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანს არ უნდა ვკითხოთ, ბიჭია თუ გოგო. ამ კანონებმა დაგვიცვა ამ თემისგან, - განაცხადა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კითხვაზე, ლგბტ ჯგუფების საქმიანობის კონტროლი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია, ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა გარანტირებული უფლებით. ასევე გვაქვს ოჯახის სიწმინდის კანონი, კანონი, რომელიც იცავს მცირეწლოვან ბავშვებს ამ ტიპის ღირებულებებისგან. რეალურად, ჩვენ ეს თემა დიდად არ წამოგვიწევია, მაგრამ სწორედ აშშ-ის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე საუბარი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაა. ვთვლით, რომ არასრულწლოვანს არ უნდა ვკითხოთ, ბიჭია თუ გოგო. და ამ კანონებმა დაგვიცვა ამ თემისგან. ასევე გვაქვს დემოგრაფიული პრობლემა.
რაც შეეხება გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების კანონს, იცით, რუსეთის გარდა რამდენი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ეს კანონი? რატომ არის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მხოლოდ რუსეთია ნახსენები? პარალელურად, ჩვენ მივიღეთ ამერიკული კანონი FARA”, - აღნიშნა პრეზიდეტნმა.
1748791748
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორც სახელმწიფომ ასევე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები - ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის ძალაში შესვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა დე...
1748789198
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1748787407
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პ...
1748785224
ახალი ამბებიბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას
ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფაქტს ეხმიანება. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, - წერს ბერა ივანიშვილი. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებუ...
1748783602
ახალი ამბებიმეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება
„როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკ...