პრეზიდენტი: ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს - ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ესპანურ გამოცემა El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს [ოკუპირებული] ტერიტორიები მხოლოდ მშვიდობიანი პროცესის გზით უნდა რეინტეგრირდეს. იქ მცხოვრები ხალხი საუკუნეების მანძილზე ჩვენთან ერთად იყო. ჩვენ ვიპოვით ძალას, რომ დავიწყოთ მათთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს პოზიციას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რადგან ისინი საქართველოს უძველესი ისტორიული ტერიტორიებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამის გამო ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, და ეს პრინციპული საკითხია.
რა თქმა უნდა, ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, თუ ისინი განსხვავებულ ზომებს მიიღებენ. დასამალი არაფერია. ყოველივე დანარჩენი სპეკულაციაა, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენი დაკავშირების მცდელობა. რა მიდგომა იქნება რუსეთისთვის სასარგებლო ამ შემთხვევაში? ისინი [დასავლეთი] ძლიერად ცდილობენ, აქ ხელისუფლება შეცვალონ და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.
მათ, ვისაც საქართველოს დესტაბილიზაცია სურს, უნდა ესმოდეთ, რომ ამ დესტაბილიზაციას სწორედ რუსეთი გამოიყენებს. რუსული არმია ჩვენგან 40 კილომეტრშია. [...] ჩვენ ვხედავთ რუსულ იმპერიალისტურ მისწრაფებას. მაგრამ როგორ აღვუდგეთ რუსეთს? სად ვიპოვოთ გამოსავალი? როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ჰეგემონი ქვეყნის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა, თქვა: „ომი შეცდომა იყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კითხვაზე, მსხვერპლი უკრაინაა. მაგრამ ვინ არის აგრესორი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი!
„ეს ფაქტია. მაგრამ გვაქვს თუ არა ჩვენ, ან თქვენ, სიტუაციის შეცვლის ძალა? და აგრესიამდე, განა არ ვიცოდით უკვე, რომ რუსეთი ასეთი ძლიერი იყო?“, - დასძინა მიხეილ ყაველაშვილმა.
გასულ თვეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.
1748791748
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორც სახელმწიფომ ასევე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები - ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის ძალაში შესვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა დე...
1748789198
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1748787407
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პ...
1748785224
ახალი ამბებიბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას
ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფაქტს ეხმიანება. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, - წერს ბერა ივანიშვილი. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებუ...
1748783602
ახალი ამბებიმეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება
„როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკ...