პირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება: ღია ბიბლიოთეკა, კინო კუთხე - ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება, სპორტული აქტივობები, ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ამერიკული კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე, სახეზე მოხატვა, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, ფოტო ბასი, მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად დაესწრება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი - 20:00 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748791748

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: როგორც სახელმწიფომ ასევე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები - ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია

 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის ძალაში შესვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა დე...

თენგიზ შარმანაშვილი

1748789198

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა

 ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი...

ანალიტიკოსი

1748787407

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

 ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პ...

ბავშვთა დღე

1748785224

ახალი ამბები

ბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას

 ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფაქტს ეხმიანება. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, - წერს ბერა ივანიშვილი. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებუ...

ბერა და ხვიჩა

1748783602

ახალი ამბები

მეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება

 „როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკ...

ლლლ