ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და ყოველი ფრაზა გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი - შესაბამისად, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას აბსოლუტურად გამოვრიცხავ

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი აქტორების განცხადებები.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი ჩარევები ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა, ისე, როგორც ეს გააკეთეს, მაგალითად, რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები სასამართლოს გზით გაუქმდა.

„ევროპელი ლიდერების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევა და იმის გამოვლინება, რაც მათ სურდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვით, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. მოსახლეობას შევახსენებ, რომ ამ სისტემით საქართველოში მოსამართლეები უნდა შერჩეულიყვნენ უცხოელი არასამთავრობოების, ან პოლიტიკოსების მიერ. ამას ცდილობდნენ იმისთვის, რომ შემდგომში სასამართლო სისტემას მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები მიეღო. ეს ვნახეთ რუმინეთში, სადაც არჩევნების [საუბარია 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე] შედეგები უბრალოდ გააუქმა ადგილობრივმა სასამართლომ, რომელიც მათი უცხოელი დამკვეთის დავალებას ასრულებდა. ეს არის პირდაპირი და უხეში ჩარევა, რადგან, მათ ვერ შეძლეს საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემაში შემოღწევა. ეს სისტემა რომ დამოუკიდებელია, ამას ისევ მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგები და ანგარიშები მოწმობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ უხეშ გამონათქვამებს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ბევრი დამკვირვებელი ჰყავს და რაიმე გადაცდომა კანონებიდან გამორიცხულია.

„მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს - იმდენად არასწორია მათი [ევროპელი ლიდერების] ქმედებები, რომ მათ უხეშ, არასწორ და აგრესიულ გამონათქვამებში ჩვენი სასარგებლო მომენტებიც კი გაიპარება ხოლმე. მხედველობაში მაქვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის უაღრესად აღმაშფოთებელი განცხადება, სადაც მან გააჟღერა ასეთი წინადადება - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თუ უნდა მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დიახ, სწორედ ასე ვაკეთებთ ჩვენ - ძალიან კარგი დასაბუთებითა და რეგულაციების დაცვით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო ნორმებს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპებს შეეფერება. ჩვენ ვიცით, რომ ამ სასამართლო პროცესს ძალიან ბევრი აკვირდება და ყოველი ფრაზა, გადაწყვეტილება გამადიდებელი შუშით იქნება შესწავლილი. ასე რომ, იქ ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობიდან ყოველგვარ გადაცდომას, აბსოლუტურად გამოვრიცხავ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792679007

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი

„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...

არჩილ გორდულაძე

1792678528

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი დომენტი ჩუბინიძის საქმეზე: ატარებს იმ მიზანს, რომ მოახდინოს სახელმწიფოს ინტერესების დისკრედიტაცია, დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს

„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს. დანარჩენი გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792677104

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილია ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით. „ლელოს“ შუამდგომლობასთან დაკავშირებ...

გიორგი კახიანი

1792676376

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ოპოზიციურ პარტიებზე: მათი მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთება ან საქმესთან კავშირი არ აქვს

მათი [ოპოზიციური პარტიების] მიზანია, რაც შეიძლება გაგრძელდეს, გაჭიანურდეს, გაჯანჯლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი, ამიტომაც აყენებენ ისეთ შუამდგომლობებს, რომელთაც არავითარი სამართლებრივი დასაბუთ...

არჩილ გორდულაძე

1792674807

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური: სინამდვილეს არ შეესაბამება გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფ...

პენიტენციური სამსახური