პენიტენციური სამსახური: სინამდვილეს არ შეესაბამება გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც პენიტენციური აცხადებს, გიორგი ფეიქრიშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.

იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792673081

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში იმყოფება

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელ...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

1792672362

მსოფლიო

IRGC ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ. „აშშ-ის სამხედროებმა უნდ...

IRGC ამერიკულ ბაზებზე

1792669944

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც საპარლამენტო კომისიის არსებობს

„საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას, არც საპარლამენტო კომისიის არსებობ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1792668637

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა, მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1792668159

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას, უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე

„გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუ ვის დაკვეთას ასრულებს ეს შავბნელი „ასავალ-დასავალი“, როდესაც თვეების განმავლობაში ეწევიან კამპანიას, თითქოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა“, - ამის შესახებ ფრა...

ლევან მაჭავარიქანი