საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში იმყოფება

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლისა – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

„ამა წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს, მიულოცეს აღსაყდრების 35 წლის იუბილე და გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მისალოცი წერილი. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792668159

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას, უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე

„გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუ ვის დაკვეთას ასრულებს ეს შავბნელი „ასავალ-დასავალი“, როდესაც თვეების განმავლობაში ეწევიან კამპანიას, თითქოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა“, - ამის შესახებ ფრა...

ლევან მაჭავარიქანი

1792666405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ – ეს არის თავდასხმა სასამართლოზე

ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდებას საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევის შესახებ საქართველოს საქმეებში შიდა ჩარევად აფასებს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...

ლევან მაჭავარიანი

1792663453

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივ...

პრემიერ-მინისტრი

1792662864

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის ახალი სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის ახალი სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას  სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, უცნობი პირები მოქალაქეებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებია...

ეროვნული ბანკი

1792661218

საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება, - ინფ...

საქართველოს იუსტიციის მინისტრ