გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების თაობაზე.

დაკავებული, რომელსაც გერმანული მედია ვადიმ ი.-დ მოიხსენიებს, ბრანდენბურგის ოდერ-შპრეეს რაიონში აიყვანეს. პროკურატურის ცნობით, მოსამართლემ მისი დაკავების ორდერი 15 ოქტომბერს გასცა.

გამოძიების თანახმად, ვადიმ ი. რუსეთის დაზვერვასთან შუამავლის მეშვეობით, სულ მცირე, 2025 წლის ივლისიდან იყო დაკავშირებული. მას ასევე ედავებიან, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირებთან მიზანმიმართული კონტაქტის დამყარებით მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო.

შეგროვებული ცნობები, სავარაუდოდ, ეხებოდა არამხოლოდ ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებას, არამედ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ობიექტებსაც. გერმანიის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში არსებული მონაცემების ძირითადი ნაწილი ქვეყნის შიდა დაზვერვის სამსახურმა BfV-მ მოიპოვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792674807

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური: სინამდვილეს არ შეესაბამება გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფ...

პენიტენციური სამსახური

1792674352

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

კურსი

1792674148

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა,...

არჩილ გორდულაძე

1792673081

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში იმყოფება

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელ...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

1792672362

მსოფლიო

IRGC ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ. „აშშ-ის სამხედროებმა უნდ...

IRGC ამერიკულ ბაზებზე