არჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი
„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება.
არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უნდობლობას ღიად აფიქსირებს.
„ლელო“ პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს. სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთო, ჯერ ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ სტანდარტები არ ვიცით რა არის პარტიის საქმიანობის შეჩერების აკრძალვის და ესენი დაგვიდგინოსო, ხოლო მეორე შემთხვევაში ამბობს, რომ კონკრეტულად ეს სარჩელი ავიღოთ, გავუგზავნოთ და გვითხრას, ეს სარჩელი საკმარისი არის თუ არა კონკრეტული პარტიების აკრძალვისთვისო.
სამართლებრივი ნონსენსია, სხვა არ ვიცი რა ვუწოდო, როდესაც პროცედურის თაობაზე თუ როგორ უნდა განიხილოს პლენუმმა საკონსტიტუციო სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ჰკითხო აზრი და მოსაზრება წინასწარ სტრასბურგის სასამართლოს.
არ ვიცი, მაშინ გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გვქონია თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ისეთ შეურაცხყოფას აყენებს ახლა „ლელოს“ წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ თურმე პროცედურაც კი არ იცის საკონსტიტუციო სასამართლომ. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
1792674807
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური: სინამდვილეს არ შეესაბამება გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფ...
1792674352
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1792674148
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა,...
1792673081
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში იმყოფება
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელ...
1792672362
მსოფლიოIRGC ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ. „აშშ-ის სამხედროებმა უნდ...



























