ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ს შეადგენს, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი კი 3.7%-ით განისაზღვრება. მისი თქმით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.9%-ით გაიზრდება და 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2027 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაიკლებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუბრუნდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზეა დაგეგმილი, შემდგომ წლებში კი მცირედით კლებადი ტენდენცია ექნება. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6%-ის დონეზე განისაზღვრება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები მომდევნო წელს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. შემოსავლების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2027 წლისთვის 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 562 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მოცულობას მილიარდ 928 მილიონი ლარით აღემატება.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გააცნო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და მის ხარჯვით ნაწილზე. მისი თქმით, ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1 406.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 32 166.0 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მილიონი ლარით აჭარბებს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სწორად არის შედგენილი და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალო მაჩვენებელზეა აგებული. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაძლოა, მომდევნო წლის განმავლობაში გადაიხედოს და შეიცვალოს.

„2026 წელთან შედარებით მომდევნო წლის ბიუჯეტი 1.9 მილიარდი ლარით იზრდება. აღსანიშნავია, რომ 830 მილიონი ლარით არის გაზრდილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ხარჯების ნაწილი. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი 555 მილიონი ლარით იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების ის გრძელვადიანი სტრატეგია და გეგმა, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტებშია ასახული. მათი შესრულების რეალური საშუალებები არსებობს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791379969

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1791379840

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1791378667

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტის კურსი

1791377895

ახალი ამბები

პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად

„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...

ირაკლი კობახიძე

1791377672

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟა...

შალვა პაპუაშვილი