შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. მან ხაზი გაუსვა ღია და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ აღდგენის მნიშვნელობას. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უცხოური გავლენის უარყოფით მნიშვნელობაზე.
სპიკერმა ლინდსი ჰოილმა აღნიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა გაუმჯობესდება.
შალვა პაპუაშვილი კოლეგას საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე ესაუბრა და არსებული პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა შედგა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
1791377336
ახალი ამბებიგია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ-ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
„ეს ქალი არის სალომე ჯანუაშვილი - სისხლიანი პროკურორი! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზე არის რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადა...
1791375996
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით – ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი
„ძალიან რთულია ბოლომდე ჩასწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. ვიდრე ევრობიუროკრატები შეიმჩნევენ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და არ გააცნობიერებენ იმ...
1791374566
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფ...
1791374207
ახალი ამბებიპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენო...
1791373657
ახალი ამბებითამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომი...






























