შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა.

შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791380010

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...

ზაალ მიქელაძე

1791379969

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1791379840

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1791378667

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტის კურსი

1791377895

ახალი ამბები

პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად

„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...

ირაკლი კობახიძე