ირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ, ესეც არის საქართველოს მთავრობის სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული.
„როცა საჭიროა იძულების ზომის გამოყენება პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. მე ვიცი, რა არის საერთაშორისო სტანდარტები და ამ შემთხვევაში პენიტენციური სამსახური მოქმედებდა სწორედ სტანდარტების შესაბამისად, პროპორციულობის, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ყველა უწყება არის ღია და გახსნილი ყველას მიმართ ესეც არის ჩვენი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც ეს სტანდარტი არის დაცული. თუ არის პრეტენზიები, ყველას შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს, მათ მიმართეს სახალხო დამცველს, მიმართეს სხვა უწყებებს, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება.
გამოძიების პირველადი შედეგები რა თქმა უნდა, ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნეს ბოლომდე მიყვანილი.
კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1791377672
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟა...
1791377336
ახალი ამბებიგია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ-ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი
„ეს ქალი არის სალომე ჯანუაშვილი - სისხლიანი პროკურორი! „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 6 წლის განმავლობაში ახორციელებდა უდანაშაულო ადამიანების დევნას და მის სინდისზე არის რამდენიმე ასეული უდანაშაულო ადა...
1791375996
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით – ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი
„ძალიან რთულია ბოლომდე ჩასწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. ვიდრე ევრობიუროკრატები შეიმჩნევენ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და არ გააცნობიერებენ იმ...
1791374566
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფ...
1791374207
ახალი ამბებიპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენო...




























