"ენერგეტიკული და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ხიდის როლს ასრულებდა, ნაწილებად იშლება" - სალომე ზურაბიშვილი

"ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვიღებთ რა მხედველობაში წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, ახლა საჭიროა, იმ ახალი და სერიოზული გამოწვევების გადაჭრა, რომლებიც რეგიონსა და მსოფლიოში იჩენენენ თავს.

გლობალიზებულ სამყაროში, გამოწვევები უფრო გლობალური გახდა.

პირველ რიგში, COVID პანდემიითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა გამოავლინა ჩვენი საზოგადოებების დაუცველობა და გამოსცადა მათი გამძლეობა.

ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოსვლა ხდება, ახალმა გლობალურმა კრიზისმა იფეთქა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ შედეგად ადამიანური და ჰუმანიტარული ტრაგედია მოიტანა - ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ურბანული ცენტრებისა და ეკონომიკის მსხვილი სეგმენტის განადგურება, მილიონობით მოსახლეობის გადაადგილება.

ამავდროულად, უკრაინის ფარგლებს სცილდება ნეგატიური ეფექტები და შეფერხებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის ბევრი წევრის ზრდაზე;

საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების,

კერძოდ,

სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ან საზღვრების ხელშეუხებლობის უგულებელყოფა, არ შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიღწევებს.

ენერგეტიკული და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ხიდის როლს ასრულებდა, ნაწილებად იშლება.

საგულისხმოა ასევე, სასურსათო და სხვა მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შედეგები.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სიღარიბისა და უთანასწორობის ზრდას გამოიწვევს და საფუძველს გამოაცლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

ეს მხოლოდ ხაზს უსვამს გადამწყვეტი მოქმედებების აუცილებლობას, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად.

ომი ასევე ხაზს უსვამს ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემების სწრაფი განვითარების აუცილებლობას, ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად.

მიუხედავად მის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის.

გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს.

ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით.

ამ რთულ პერიოდში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"კოვიდ 19-ის პანდემია არ დასრულებულა"

📍სამების ტაძრის ეზოში ვაზი დაირგო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754131240

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც

 ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754131197

საზოგადოება

პრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას

 „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1754129247

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...

ირაკლი კობახიძე

1754128325

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე

 დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...

სულხან თამაზაშვილი

1754128251

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

 ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთა...

ირაკლი კობახიძე