სამების ტაძრის ეზოში ვაზი დაირგო

2022 წლის 22 მაისს, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ვაზის რამდენიმე სახეობა და ხეხილი დაირგო.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე სამუშაოებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, შპს ,,ბაკურციხის სანერგე", ,,თბილისერვის ჯგუფი", ,,ქართუ ბანკი" და საპატრიარქოს მეღვინეობა-მევენახეობის ცენტრი იყო ჩართული.

ნერგების მოვლა-პატრონობაზე საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგები და მოსწავლეები იზრუნებენ.

ქართული ვაზის ჯიშებისა და ხეხილოვანი კულტურის პოპულარიზაციასა და მოვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი ვაზის ჯიშები გაშენებულია, კვლავ ირგვება და მომავალშიც იგეგმება დარგვა საქართველოს რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა ეპარქიაში, მათ შორის, გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში.

ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სასულიერო პირები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
"ყველას გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს.

აღდგომის შემდეგ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა შესანიშნავი ხეხილის ბაღი და ჩაიყარა ვაზი.

დღეს ჩვენ კიდევ დავრგეთ ნერგები და მაქვს პატივი, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით, მადლობა გადავუხადო და დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ შესანიშნავ საქმეში.

ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და პირადად ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, ეს არის ქალაქის მერიის ორგანიზაცია ,,თბისლერვისი", ასევე ,,ქართუ ბანკი", აგრეთვე საპატრიარქოს მეღვინეობა-მევენახეობის ცენტრი.

მისი უწმინდესობა სადაც მიბრძანდა, ყველგან წალკოტად აქცია იქაურობა.

იგი დიდი მოყვარული გახლავთ ბუნების, სილამაზის, მშვენიერების და ჩვენც მიგვაჩვია, გვასწავლის ამ ყველაფერს და დღეს ასეთი შესანიშნავი დღეა, მისი ლოცა-კურთხევით.

ყველას დიდი მადლობა, უფლის მადლი გქონოდეთ ყველას", - ბრძანა ღონისძიების დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍მამაკაცმა ოჯახი მიატოვა და იმ 22 წლის უკრაინელ ლტოლვილ გოგონასთან ერთად წავიდა, რომელიც ცოლ-ქმარმა შეიფარა

📍ეს ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ! - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი