ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: ვუსამძიმრებ ქართველ ერს, პატრიარქის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„სამშობლოდან შორს მყოფმა ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ეს არის დიდი დანაკლისი არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის.

მისი უწმინდესობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი და მაგალითი. ურთულეს ისტორიულ პერიოდში მან ღირსეულად იტვირთა ეკლესიის საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარი და სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით გაუძღვა საქართველოს ეკლესიას.

მისი მსახურება იყო სავსე ქრისტიანული თავმდაბლობით, ლოცვითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით. პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი განუზომელია: მისი ლოცვითა და ძალისხმევით განმტკიცდა ეკლესიის ერთობა, აღდგა მრავალი ტაძარი და მონასტერი, გაძლიერდა სულიერი ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოში არამედ ემიგრაციაში, მრავალმა ადამიანმა კვლავ იპოვა გზა ეკლესიისკენ.

იგი დარჩება ქართველთა მეხსიერებაში როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს. ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ ჩვენს თაობას მიეცა შესაძლებლობა ეცხოვრა და ემსახურა ასეთ დიდ სულიერ მამასთან ერთად.

ვუსამძიმრებ საქართველოს ეკლესიას, სამღვდელოებასა და მთელ ქართველ ერს ამ დიდ მწუხარებას. უფალმა დაამკვიდროს მისი ნეტარი სული ცათა სასუფეველში და მარადიული ხსენება დაუმკვიდროს მას. თქვენო უწმინდესობავ შევთხოვ უფალს თავის მარადიულ სასუფეველში დაგამკვიდროთ! ერთგულებით და სიყვარულით + ეპ.საბა“, - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773781060

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

1773780718

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ

განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩ...

გიორგი ჯინჭარაძე

1773780155

ახალი ამბები

არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული და ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში

პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, - განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან. „აპატიოსნებე...

საზოგადოება

1773778598

ახალი ამბები

ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრა...

ილია II

1773777354

ახალი ამბები

„მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ - სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა...

 სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი