პატრიარქის გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
„საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„უზომო ტკივილისა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს.რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, მთელ ერს, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს.
საქართველომ დაკარგა განსაკუთრებული, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული პიროვნება, რომელიც საკუთარი სიტყვითა და საქმით უკეთესობისკენ უბიძგებდა თითოეულ ადამიანს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას.
მისი გარდაცვალებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დასრულდა ეპოქა ადამიანისა, რომელიც ღირსეულად და მუხლჩაუხრელად ასრულებდა საქართველოს სულიერი მამის რთულ, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საპატიო მისიას.
დასრულდა ეპოქა წინამძღოლისა, რომელმაც არაერთხელ გაგვიყვანა სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გულში განსაკუთრებული სინათლე დატოვა.
მისი სიკეთე, სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სიყვარული ადამიანისა და სამშობლოს მიმართ.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, ვიზიარებთ ამ უდიდეს ტკივილს და ვლოცულობთ მისი სულის მოსახსენებლად.მარადიული ხსოვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის სულს. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
1773781060
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი...
1773780718
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ
განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩ...
1773780155
ახალი ამბებიარქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული და ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში
პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, - განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან. „აპატიოსნებე...
1773778598
ახალი ამბებიისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრა...
1773777354
ახალი ამბები„მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ - სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა...































