თეა წულუკიანი: გისამძიმრებთ ყველას! ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ

„ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ისღა დაგვრჩენია, ერის მამის წასვლის შედეგად თითოეულ ქართველზე დაკისრებულ მძიმე პასუხისმგებლობებს თვალი ღირსეულად და დინჯად გავუსწოროთ, მისი სახელი არ შევარცხვინოთ და დიდი პატრიარქის საქმე და ხსოვნა წმინდად შევუნახოთ მომავალ თაობებს. სხვაგვარად არც გვეკადრება. მტერიც გვიყურებს და მოყვარეც... დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ მის გარეშე. ვიქნებით ისევ, თუ არ ვიქნებით. აუცილებლად ვიქნებით და ვიქნებით ისე, როგორც გვიბარებდა კიდეც!

მადლობა, ძვირფასო უწმინდესო, ყველაფრისთვის! უსხივო დღე გათენდა და უარესად დაღამდა!“, - წერს თეა წულუკიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773781060

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

1773780718

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე: პატრიარქი ყოველთვის იყო ჩვენი კუთხის დიდი გულშემატკივარი, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი აფხაზეთის მიმართ

განუზომელია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელსაც დღეს მთელი საქართველო განიცდის. მარადისობაში გადავიდა ეპოქალური მნიშვნელობის ფიგურა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის სახელიც განუყოფელია ჩ...

გიორგი ჯინჭარაძე

1773780155

ახალი ამბები

არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული და ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში

პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, - განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან. „აპატიოსნებე...

საზოგადოება

1773778598

ახალი ამბები

ისრაელის საელჩო: ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრა...

ილია II

1773777354

ახალი ამბები

„მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ - სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა...

 სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი