ექიმებისთვის და ექთნებისთვის მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება ვრცლად

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მინიმალურ ანაზღაურებად ექთნებისთვის განისაზღვრა 792 ლარი, ექიმებისთვის კი 1 260 ლარი.

"მივიღეთ მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც ეხება ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალურ ანაზღაურებას. მოგეხსენებათ, ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ.

ვფიქრობთ, სამედიცინო სერვისებზე გადახდებით, რასაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვიდან ანაზღაურებს, მიზანშეწონილია, ექიმებისა და ექთნებისთვის ხელფასების ყოველთვიური მინიმალური ოდენობა განისაზღვროს. ხაზს ვუსვამ, ეს არის ხელფასის მინიმალური ოდენობა.

რასაკვირველია, ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში მინიმალური ხელფასია 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში – 1 260 ლარი. თავიდან, როდესაც ამის შესახებ განვაცხადეთ, იყო სპეკულირება, თითქოს ჩვენ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს ხელფასი ძალიან დაბალია იმ შრომასთან, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან.

რასაკვირველია, დაბალია, მაგრამ ეს არის მინიმუმი და არა ფიქსირებული ხელფასი", – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 102 600 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

*"ეს არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც უნდა მომხდარიყო..." - რაზე საუბრობს ლალი მოროშკინა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749284405

სპორტი

ფრენბურთელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ქალთა ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა გოგონებმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები 3-2 დაამარცხეს. გადამწყვეტი მ...

ფრენბურთელები

1749284312

ახალი ამბები

ბათუმში აფროსნობაში ღია პირველობა დაიწყო

სტარტი აიღო ბათუმის ღია პირველობამ აფროსნობაში. რეგატაში მონაწილეობას იღებენ თბილისის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის...

 აფროსნობა

1749283618

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა. ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების...

დონალდ ტრამპი

1749281999

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირიდააკ...

 ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

1749279272

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის - ჯამშ...

დაკავება, პოლიცია