დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის მიზეზი მისცა. ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას, შეიცვალა თუ არა მისი დამოკიდებულება ვოლოდიმირ ზელენსკისადმი, მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთის საავიაციო ბაზებს თავს დაესხა.

„მათ პუტინს მისცეს მიზეზი, რომ წასულიყო და ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი. როდესაც ეს დავინახე, ვთქვი, აი და დაიწყო. ახლა შეტევა იქნება. ვფიქრობ, ეს ომი არასოდეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

„კარგად ვიცი ეს კანონი, შევისწავლე, ვნახავთ. დიახ, გამოვიყენებ, თუ აუცილებელი იქნება. თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი ხელშეკრულებას არ გააფორმებს და სისხლისღვრას არ შეწყვეტს. კვირაში 1000 ჯარისკაცი იღუპება, ხალხი კვდება. ისინი ნამდვილად მაძლევენ ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, სენატი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ასევე მეორადი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749295857

სპორტი

ESPN-მა სეზონის საუკეთესო ვინგერები დაასახელა - კვარაცხელია ათეულშია

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს....

ხვიჩა კვარაცხელია:

1749292419

მსოფლიო

თურქეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალისას 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყურბან-ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14 000 ადამიანი - თურქეთში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ...

თურქეთითურქეთი

1749291163

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში...

გიორგი სოსიაშვილი

1749288650

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, ვინაიდან, არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას აფასებს, რომელიც ირწმუნება, რომ სანქცირებული პირები ევროკავშირში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგ...

გიორგი ვოლსკი

1749288596

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს

როდესაც ევროპარლამენტარი, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის მძიმე განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, კეთილი ინებოს და ფაქტი, მტკიცებულება დადოს, ს...

ლევან მაჭავარიანი