ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, შულავერის კომიტეტი - ღარიბაშვილი ოპოზიციასა და აქციებზე
მთელ მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისე ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს სიტუაცია განსაკუთრებული და უნიკალურია.
„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი და მოწყვლადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა.
ჩემთვის პირადად, როგორც მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე საინტერესოა:
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...






























