Euronews: ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინასთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს.

მათი აზრით, წარმომადგენელი კონსენსუსის საფუძველზე უნდა დაინიშნოს.

სილინიამ პოტენციურ ევროპელ წარმომადგენლებად დაასახელა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

მაკრონისგან განსხვავებით, მერცი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პირდაპირ მოლაპარაკებებს.

„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წარმომადგენელი. ალბათ კითხვა ისმის, ვინ იქნება ეს. და მე ვფიქრობ, ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს“, – დასძინა ევიკა სილინამ.

ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ არჩეული წარმომადგენელი დიდი ევროპული ქვეყნიდან უნდა იყოს და „ორივე მხარის სანდოობით“ სარგებლობდეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770219174

ახალი ამბები

პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ...

არჩილ გორდულაძე

1770216745

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან

როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სა...

მაკა ბოჭორიშვილ

1770216626

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება იცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი

ვხედავთ [ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების] დამოკიდებულებას - საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და დღეს ვხედავთ, ასევე, ეუთოს გამოყენების მცდელობებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1770215276

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკითხი პლენარულ სხდო...

საკანონმდებლო ორგანო

1770214602

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: თუ სადოქტორო კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, სასწავლო პროცესისთვის, მაშინ დოქტორანტს ფული კი არ უნდა გადავახდევინოთ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ დაფინანსებით

„ჩვენი ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგი განათლების სისტემა გვექნება, რამდენად შევძლებთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციებს და, შესაბამისად, რამდენად გა...

სოზარ სუბარი