მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება იცავს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი

ვხედავთ [ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების] დამოკიდებულებას - საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და დღეს ვხედავთ, ასევე, ეუთოს გამოყენების მცდელობებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვეს საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ხელისუფლება იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოვიდნენ და მიმდინარე პროცესები შეაფასონ.

„საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა, ჩვენთვის ეს ორგანიზაცია მნიშვნელოვანია, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. როდესაც წევრები ვართ, რა თქმა უნდა ჩვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ყოველთვის იყო აღნიშვნის ღირსი.

საქართველოს ხელისუფლება სრულიად არასამართლიანად მიიჩნევს იმ კრიტიკას, რომელიც რიგი წევრი სახელმწიფოებისგან მოდის (და ძირითადად ეს იგივე სახელმწიფოებია, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან) ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქტორები ცდილობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენებას გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად.

ჩვენ ვიხილეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უტილიზაცია ამ მიზნებისთვის, ევროპარლამენტზე აღარ ვისაუბრებ; ვხედავთ მათ დამოკიდებულებას, - საერთოდ გასული არიან რეალობის აღქმიდან და რეალური მოქმედების სივრციდან და დღეს ვხედავთ ასევე, მცდელობებს, ეუთოს გამოყენებისა.

მინისტერიალის ფარგლებში ამაზე მე მქონდა საუბარი, მაშინ გავაჟღერე კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყანას აქვს ამის მცდელობა. მიუხედავად ამისა ჩვენ ღია ვართ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი.

ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ იცავს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და რა თქმა უნდა თუ კი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ და შეაფასონ ეს პროცესები.

რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, არაფერია ისეთი, რაზედაც შეიძლება საუბარი გვეუხერხულებოდეს რომელიმე ექსპერტთან და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენ მოსაზრებები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770214087

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ახალი ზელანდიის სანაპიროსთან, კერმადეკის კუნძულებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის სააგენტოების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეა...

მიწისძვრა

1770213562

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ ბრიუსელიდან რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებენ, ვინაიდან სამწუხაროდ მათი დღის წესრიგი არის, რომ საქართველოში წაახალისონ რადიკალიზმი

არც გვაქვს მოლოდინი, რომ [ბრიუსელიდან] რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებენ, ვინაიდან სამწუხაროდ მათი დღის წესრიგი არის, რომ საქართველოში წაახალისონ რადიკალიზმი და ხელი შეუწყონ პოლარიზაციის გაღვივებას ს...

ლევან მაჭავარიანი

1770212830

საზოგადოება

საკანონმდებლო ორგანომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს განათლებ...

 ზვიად გაბისონია

1770212388

მსოფლიო

ლიზ ტრასი: ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია „ვოუქ“ იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარ პოდკასტში ჟურნალისტ უილ კინგსტონთან ერთად ისაუბრა მედიის მიკერძოებასა და „ვოუქ“ იდეოლოგიის გავლენაზე დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრ...

ლიზ ტრას

1770211602

მსოფლიო

სროლა სლოვაკეთის ერთ-ერთ სკოლაში - მოსწავლემ თანაკლასელები დაჭრა

სლოვაკეთის ქალაქ ნოვე-მესტო-ნად-ვაჰომში წმინდა იოსების სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ Aktuality იტყობინება. სლოვაკეთის განათლების მინისტრის თქმით, მეექვსე კლასი...

მოსწავლემ თანაკლასელები დაჭრა