ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას
მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა.
„ამ ქმედების მიზანი იყო, კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. დადგინდა, რომ აღნიშნული
მეწარმე ქალაქ გორში ახორციელებდა კომპანია BAYER-ის პრეპარატის, LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მყისიერი და მკაცრი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

1769755192
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება
სამხრეთ კორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკ...
1769754282
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი: 2004 წელს...
1769752615
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული, ისიც არ არის გამორიცხული, აპრილამდე კონკრეტულ მიმართულებებზე შემცირდეს ფასები
ფასების რეგულირების მიზნით, სამთავრობო კომისიის მუშაობა გრძელდება. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები დღეს საწვავის იმპორტიორებს შეხვდებიან. კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ქსელური მარკე...
1769751779
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც - აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“
„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემს მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი - საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადო...
1769750121
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვიღაცები იმუქრებიან, რომ შავ ხვრელებს იპოვიან და ისე შემოიტანენ ფულს საქართველოში მდიდარი NGO-სთვის, გრანტები უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან
ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების და ე.წ. შავი ხვრელების ამოვსების მცდელობა - ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირას დაიწყებს. პარლამე...































