„ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა“ - ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
„ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მომართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.
პირველ რიგში, ენერგოომბუდსმენის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
• მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
• მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
• კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც, შესაძლოა, გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
• ასევე სხვა ფაქტორები, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მომართვის შემთხვევაში:
• დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა
• შეფასდება დარიცხვის კანონიერება
• მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე.
📩 მოგვმართეთ შეტყობინებით ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა №27ბქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა №16
577149912; 591494949; 577222281; 577310073
ქ. თელავი, ერეკლე მეორის ქუჩა №16
591075031
ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა №10 591 22 88 22
ჩვენი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გადაწყვეტა”, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.
1769757628
ახალი ამბებიგაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. განახლებული შეფასებით...
1769756565
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს...
1769755192
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება
სამხრეთ კორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკ...
1769754282
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი: 2004 წელს...
1769752615
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული, ისიც არ არის გამორიცხული, აპრილამდე კონკრეტულ მიმართულებებზე შემცირდეს ფასები
ფასების რეგულირების მიზნით, სამთავრობო კომისიის მუშაობა გრძელდება. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები დღეს საწვავის იმპორტიორებს შეხვდებიან. კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ქსელური მარკე...































