შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიუღებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას
იმ მომენტშივე, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენები არის ევროკავშირის და ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მხრიდან დუმილის შედეგი.
„4 ოქტომბერი არის დუმილის შედეგი. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დუმილზე უარესი იყო ის, რომ პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა ხელისუფლების დამხობის სცენარს, რაც არის კატასტროფა. კატასტროფაა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს.
მარტივი კითხვა არის ევროკავშირის და მისი ელჩის მიმართ, მაგალითად, რატომ ერთხელ მაინც არ დაგმო მარიამ ლაშხზე და მის მცირეწლოვან ბავშვებზე თავდასხმა. ხომ შეეძლო, ეთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ, ქალბატონ მარიამ ლაშხზე, მის არასრულწლოვან შვილებზე თავდასხმა არის მიუღებელი. რატომ არ ამბობს ამას? ხომ შეეძლო, ერთი მარტივი წინადადება ეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი და დასაგმობი. რატომ არ ამბობს? მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, სადაც შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა – რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, თან მაშინ, როდესაც ამ შტურმსა და პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერილი და დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ისინი სინამდვილეში იმიტომ ბედავენ ევროკავშირის დროშით ხელში იძალადონ, დაწვან პარლამენტი, შტურმი მიიტანონ პრეზიდენტის სასახლეზე, რომ ამის ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ ევროკავშირის დროშით იძალადონ. ფოტოებიც ხანდახან საჩვენებლად აქვთ გამოტანილი ევროკავშირის სტრუქტურებს, როგორც მისაბაძი მაგალითი, როგორ უნდა იძალადოს ადამიანმა და როგორ უნდა იყოს ძალადობრივი პროტესტი “, – განაცხადა პაპუაშვილმა.
1769757628
ახალი ამბებიგაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. განახლებული შეფასებით...
1769756565
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს...
1769755192
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება
სამხრეთ კორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკ...
1769754282
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დროს მომხდარი თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი: 2004 წელს...
1769752615
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დარწმუნებულები ვართ, რომ აპრილის ბოლოსთვის კონკრეტული მიმართულებით ფასები იქნება შემცირებული, ისიც არ არის გამორიცხული, აპრილამდე კონკრეტულ მიმართულებებზე შემცირდეს ფასები
ფასების რეგულირების მიზნით, სამთავრობო კომისიის მუშაობა გრძელდება. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები დღეს საწვავის იმპორტიორებს შეხვდებიან. კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ქსელური მარკე...































