„ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775634935
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1775634861
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი კვარტალის გეგმა 107%-ით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევ...
1775634816
ახალი ამბებიშარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
„ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისა...
1775634777
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბ...
1775634200
ახალი ამბებიპრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო
დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გ...




























