თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება სამწუხაროა და ქართული სახელმწიფოს მიმართ უპატივცემლობაა.

„ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ. იმიტომ, რომ ამ თემაზე განახლების არ გაკეთება, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური განცხადების შემდეგ, არის ხაზგასმით გამოხატვა იმისა, რომ პატივს არ სცემენ. მხოლოდ ელჩის პირად დამოკიდებულებას არ უკავშირდება და სამინისტროც იმავე ნაბიჯებს დგამს, ეს ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. ჩვენ ამ უპატივცემლობას მივეჩვიეთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ. თუ სხვა ქვეყნების მონაცემები არის განახლებული და განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა ამ საკითხზე და ამის შემდეგ კიდევ, თუ განახლება დაიგვიანებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, უფრო სწორედ, ძალიან კარგადაც წარმოვიდგენდი, უბრალოდ სამწუხაროა“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია. ამ თემაზე მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792091717

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...

მთავარი არხის დირექტორი

1792089497

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...

პროკურატურა პროკურატურა

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი