მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს.
„მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღობეებს შორის არსებული კედელი.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.
აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები დაიწყო განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად იქნა გაყვანილი შენობიდან და დაბინავებული სასტუმროში. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა.
დღეს დილით, საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775640068
მსოფლიონეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება. ბენიამინ ნეთანი...
1775638453
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირვ...
1775637863
მსოფლიომაკრონი კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, „პატივი სცენ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაგრძელდეს, - ამის შესახებ საფრანგ...
1775637253
ახალი ამბებიმიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ...
1775635675
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენე...


























