გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს 2022-24 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
მომხსენებელმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომ გეგმა ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია და ასევე, კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა.
გარდა ამისა, მან იმ ძირითადი კანონპროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებზეც კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში იმუშავებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია კლიმატის მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობის დახვეწა და გაუმჯობესება, ასევე კლიმატის საბჭოს შექმნა, რომელიც კლიმატის პოლიტიკისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ამ კუთხით პარლამენტის როლის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ასევე მნიშვნელოვანი კანონპროექტია სამრეწველო მისიების შესახებ ახალი კანონის ინიცირება, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას გულისხმობს.
მოვამზადებთ შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს და ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) დაქვემდებარებული ობიექტების რეგულირებას“, - განაცხადა წილოსანმა.
კომიტეტი მიმდინარე წლის განმავლობაში ოთხ თემატურ მოკვლევას გეგმავს. ხატია წილოსანის თქმით, მათ შორის მნიშვნელოვანია დეკარბონიზაციის შესახებ თემატური მოკვლევა, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად ჩატარდება.
მომხსენებლის ინფორმაციით კომიტეტი იმუშავებს მნიშვნელოვან კანონპროექტზე გამწვანების სტანდარტებთან დაკავშირებით. ასევე, ამტვერებადი მასალების მართვის მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ისევე დაარეგულირებს ამტვერებადი მასალების მართვას, როგორც ეს თბილისის შემთხვევაში მოხდა.
სხვა სიახლეები:
🔳 ფინანსთა მინისტრი ფოთში ევაკუატორების მძღოლების აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
🔳 მიხეილ სააკაშვილი: ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ მექნება
🔳 "საფლავსაც ვერ ნახავს შენსას ვერავინ, სიტყვას გაძლევ" - ვინ დაემუქრა თეა წულუკიანს? (ფოტო)
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...
1791806427
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...
1791805123
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...


























