გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში, სამართალდარღვევა გამოავლინეს, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
მათივე განცხადებით, ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1 000 ერთეული ტოტი. ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა.
კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2500 ლარამდე. იმ შემთხვევაში, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ენიჭება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ამკაცრებს კონტროლს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს შესაბამისი უწყებების ეფექტიანი მუშაობისა და საინფორმაციო კამპანიის შედეგად, წლიდან წლამდე მცირდება ბზის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შემთხვევები. ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძირითადად ერთეული ფაქტები ფიქსირდება, ხოლო მოქალაქეები სულ უფრო ხშირად არჩევანს კანონიერად მოპოვებულ ბზაზე აჩერებენ.
ბზის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან ან ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გასცემს.
1775288791
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად - ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას გ...
1775288310
მსოფლიოReuters: თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ირანს წინადადება 1 აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, რომლის ვ...
1775286804
მსოფლიოReuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზადორნოვს, რომელიც 2022 წლიდან...
1775283927
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს...
1775283820
ახალი ამბებიაჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშე...



























