სუსმა დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.

მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775291912

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის...

ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი

1775288791

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებაზე: არაკეთილსინდისიერი პირები და პოლიტიკოსები, გარკვეული მედიასაშუალებები იყენებენ ამ თემას არარსებული პრობლემის წარმოსაჩენად - ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებას გ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1775288310

მსოფლიო

Reuters: თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ირანს წინადადება 1 აპრილს მესამე ქვეყანამ წარუდგინა, რომლის ვ...

თეირანი თეირანი

1775286804

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზადორნოვს, რომელიც 2022 წლიდან...

 მიხეილ ზადორნოვი

1775283927

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს...

დაკავებადაკავება