გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ სოფელ ზედა დიმში, მდინარე საკრაულაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის 1 კილოგრამამდე თევზი.

ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აღნიშნულ ფაქტზე მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153, სადაც თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776459186

მსოფლიო

ირანის ხელისუფლება ტრამპს პასუხობს: გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატა...

ირანი

1776458127

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანი „ყველაფერზე დათანხმდა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატანაზე. ტრამპის თქმით, მასალის გატანა არ მოიცავს ა...

ტრამპიტრამპი

1776455538

მსოფლიო

ფაშინიანი - ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ, ეს სულ უფრო რეალისტური პოლიტიკური მიზანი ხდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „ყოფილებისა და ახლანდელების“ დაპირისპირების დასასრულებლად ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ.“ აღნიშნ...

ნიკოლ ფაშინიან

1776454423

ახალი ამბები

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია...

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

1776452405

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა

„ჩვენ გვჯერა დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფ...

ლევან ჟორჟოლიანი