ეკა სეფაშვილი: დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც იმუშაონ ასე

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მისი მხრიდან საელჩოების მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადების მიზეზი ის გამოცდილება იყო, რაც მას აქვს საელჩოების დადებითი მუშაობის კუთხით. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სურვილი აქვს საელჩოები თავიანთ პროაქტიურად მუშაობდნენ, სწორედ ისე, როგორც მაგალითად, დღეს ქუვეითში საქართველოს საელჩო.

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა. Starbucks-სი მარტო ყავა კი არ არის, ეს არის გლობალური ბრენდი, რომელიც სხვა ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოში ინვესტიცია უსაფრთხოა. მე არ მომწონს საელჩოების პასიურობა და ეს ვთქვი კიდეც. ჟურნალისტებმა მთხოვეს დამეკონკრეტებინა, რომელ საელჩოებს ვგულისხმობდი. ვფიქრობ, რომ სტერეოტიპებში ვიკეტებით - გვგონია, რომ მაინცდამაინც ნეგატიურზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. სინამდვილეში კი დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც უნდა იმუშაონ ასე. გავიმეორებ, საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს კარგი მუშაობის შედეგად მოხდა. სწორედ ისინი გავიდნენ იმ ხალხზე, ვინც ხმა მიაწვდინა ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პირს“, - განაცხადა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776495864

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპუ...

 გეკა გელაძე

1776494028

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის...

სულხან თამაზაშვილი

1776492943

ახალი ამბები

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს. გამოძიებით...

დაკავება, პოლიცია

1776492591

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლი...

ბრაკონიერობის ფაქტი

1776459186

მსოფლიო

ირანის ხელისუფლება ტრამპს პასუხობს: გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატა...

ირანი