შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს უზბეკ კოლეგასთან და ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ სამარყანდში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართ საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

აღნიშნულ ფორუმზე, განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ეუთოს (OSCE), გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), ინტერპოლის, ევროპოლის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის (UN INCB) ხელმძღვანელი პირები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776496845

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: დადებითი გამოცდილება მქონდა საელჩოების კარგ მუშაობასთან დაკავშირებით და ეს რომ მომეწონა, სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ სხვა საელჩოებმაც იმუშაონ ასე

„საქართველოს ბაზარზე Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა ქუვეითში საქართველოს საელჩოს და თურქეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მ...

ეკა სეფაშვილი

1776494028

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის...

სულხან თამაზაშვილი

1776492943

ახალი ამბები

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს. გამოძიებით...

დაკავება, პოლიცია

1776492591

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლი...

ბრაკონიერობის ფაქტი

1776459186

მსოფლიო

ირანის ხელისუფლება ტრამპს პასუხობს: გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ირანი ყველაფერზე დათანხმდა, მათ შორის გამდიდრებული ურანის ირანიდან გატა...

ირანი