გეკა გელაძე, ჩაქვში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბა ჩაქვში ჩატარებულ საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სწავლების დაწყებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილმა თვითმფრინავმა ზღვის სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც, სიმულაციური სწავლების სცენარით გათვალისწინებული სამაშველო მოქმედებები წარიმართა.

სიმულაციური სწავლების მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის თანამშრომლებმა, ასევე, ღონისძიებაში ჩართულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა, ყველა იმ აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს, რაც საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციის დროს ხორციელდება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული უწყებათაშორისი სწავლების მიზანს წარმოადგენდა საავიაციო ძებნა-შველის სისტემაში ჩართული უწყებების ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაციისა და შეტყობინების მიღების პროცედურების სრულყოფა და საავიაციო შემთხვევების დროს, წყალსა და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, ძებნა-შველის ოპერაციების დახვეწა.

უწყებათაშორის სიმულაციურ სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და სწავლებაში ჩართული სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753699033

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მხარდამჭერების ხარჯზეც არის ნაწილობრივ ჩვენი რეიტინგი გაზრდილი, ვინაიდან ოპოზიციამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თავის მხარდამჭერებს

„გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შედეგები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების მთავარი თემაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგ...

ლევან მაჭავარიანი

1753698641

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ

 „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი...

მამუკა მდინარაძე

1753692747

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორ...

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

1753691971

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ხელისუფლება დღენიადაგ ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა განურჩევლად სახელებისა, პოლიტიკური კუთვნილებისა, თუ პოზიციებისა

როდესაც ჩვენ მთავრობას ვირჩევდით, მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ მისი პრიორიტეტი, უმთავრესი საკითხი და საზრუნავი იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლა, ბევრმა შეიძლება ღიმილით მიიღო, ან საერთოდ არ მიი...

ლევან მახაშვილი

1753689769

ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. აღნიშ...

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა