ღარიბაშვილი: დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე
ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს; იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი; დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვისაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს მუდმივად მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში.
„ელჩო დეგნან, ელჩო კოულმენ, აშშ-ის საელჩოს დიპლომატებო და თანამშრომლებო, საქართველოს მთავრობის წევრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ელჩო დეგნან, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებით ამ დიდ საქმეს და წვლილი შეგაქვთ ამ მუდმივად მზარდ პარტნიორობაში.
მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში USAID-ის მისიის დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გამოყო 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი. მთავრობის მეთაურმა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე იზაბელ კოულმენს და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა.
„ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ მტკიცე პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვმსახურობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ცხელ წერტილებში. ქართველები ამაყობენ თავიანთი როლით, როგორც შეუცვლელი პარტნიორები შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას. მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება: ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ განსაცდელი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მხოლოდ გააძლიერებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის კიდევ უფრო მედეგ და ყოვლისმომცველ პარტნიორობას ჩვენს დიდ ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყნებს ამ შესანიშნავ იუბილეს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო! „ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ამერიკის შეეთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენმა.
მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1730798989
საზოგადოებაცესკო: გრძელდება არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია, უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი
„გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რა...
1730798431
საზოგადოება6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, 6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. ღამისა და დი...
1730793401
ახალი ამბებიდიდთოვლობის გამო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შეს...
1730790996
საზოგადოება5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - „იყავით პროდუქტიულები, მაქსიმალურად გამოიყენეთ დღე მიზნებისა და გეგმებისთვის“
„დღევანდელი დღის მმართველი მარსია, ეს დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, გამოიყენეთ ეს დღე თქვენი მიზნებისთვის. გარდა ამისა სასურველია იყოთ გულახდილები და თუ მოგეცემათ საშუალებ...
1730788685
საზოგადოება„სულ მასწავლიდა, უნდა იფიქრო კარგზე... შემეძლო მისთვის გამენდო საიდუმლო და მიმეღო ძალიან საჭირო პასუხები“ - მიხეილ ცაგარელის ემოციური ინტერვიუ დედაზე
სალომე კახეთელიძის რუბრიკის „დედას” სტუმარი ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო, სადაც მან დედაზე აქამდე უცნობი მოგონებები გაიხსენა. ემოციურ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა თუ როგორი ურთიერთობ...