გია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა

ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა, დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
„ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა.
მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა - ზღვა - რკინიგზა“. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში, ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა. წყარო: CGTN ქართული”, - წერს გია აბაშიძე.
1748886328
მსოფლიოაქტივისტებმა მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს
Greenpeace-ის აქტივისტებმა Grévin-ის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და ის რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს. ინფორმაციას ამის...
1748883064
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება დაათვალიერეს
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარ...
1748880211
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მაიდანი განახორციელონ და აგენტურა დასვან
რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენების შეჯამებ...
1748879814
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს თელავში მასპინძლობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძლობს, სადაც ორი პარლამენტის სპიკ...
1748878089
საზოგადოებაპარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება. ინფორმაციას...