გია აბაშიძე: უსერიოზულესი მხილება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს - აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან გლობალური ცენზურისა და პოლიტიკური კონტენტის შეზღუდვის ფაქტებს აღწერს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა“, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს.

მისი განცხადებით, აღნიშნული ანალიზი აცამტვერებს „ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას“ და გამოდის, რომ ისინი არა დემოკრატიის მხარდამჭერები, არამედ, კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან.

„უსერიოზულესი მხილება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს - აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა! კაპიტოლიუმის ეს ანალიზი აცამტვერებს ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას, რომ დემოკრატიის მხარდამჭერნი არიან, ისინი კლასიკური ნეოსაბჭოური აქტორები არიან ყალბი „ქოლგის ქვეშ“, სახელწოდებით „EU“.

სუვერენიტეტისტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკა შეუვალია, ხარჯონ ახლა ამოქოლვადი შავბნელი გზებით ნაცმარგინალები; კონვულსიებში ჩავარდნენ ანტიქართველი ნეოკოლონიალისტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ავაზაკი ევროკრატიის მაქინაციები სახეზეა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.

სულ მცირე, 2020 წლიდან გამართულ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე, ევროკომისია ახდენდა ზეწოლას პლატფორმებზე, რათა მათ შეეცვალათ გლობალურად მოქმედი კონტენტის მოდერაციის წესები კონტენტის უფრო აგრესიული ცენზურის სასარგებლოდ, რაც პირდაპირ ლახავს ამერიკელების ონლაინ სიტყვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.

„ამ ზეწოლის კამპანიის საპასუხოდ, მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა მოახდინეს უტყუარი ინფორმაციისა და პოლიტიკური განცხადებების ცენზურა უახლესი ისტორიის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის, მასობრივი მიგრაციისა და ტრანსგენდერული საკითხების შესახებ, იმ საბაბით, რომ ისინი ებრძოდნენ „სიძულვილის ენასა“ და დეზინფორმაციას. 2025 წლის დეკემბერში კომისიამ გადადგა ცენზურისკენ მიმართული ყველაზე აგრესიული ნაბიჯი და კომპანია X-ს მისი გლობალური შემოსავლის თითქმის ექვსი პროცენტის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც აშკარა შურისძიება იყო პლატფორმის მიერ მთელ მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების დაცვის გამო. ევროკომისიის ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი წინადადებები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ის მხოლოდ აძლიერებს მცდელობებს ონლაინ გამოხატვის გასაკონტროლებლად და ევროკავშირის საზღვრებს გარეთ რეგულირების დასამკვიდრებლად“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებაში.

კომიტეტისთვის წარდგენილი არასაჯარო დოკუმენტები აჩვენებენ, რომ:

- ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა შეერთებულ შტატებში;

- ევროკომისიის სამიზნეს ცენზურის მიზნით წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკური კონტენტი;

- ევროკომისია არაპროპორციულად უმიზნებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელი ევროპის მასშტაბით;

- ევროკომისიის „ნებაყოფლობითი“ და „კონსენსუსზე“ დაფუძნებული მარეგულირებელი ინიციატივები არც ნებაყოფლობითია და არც კონსენსუსზე დაფუძნებული.

„ევროკომისიის მიმდინარე ინიციატივები მიუთითებს იმაზე, რომ იგი კვლავაც ცენზურის ერთგული რჩება და ცდილობს თავისი ცენზურის ზომების სხვა ქვეყნებში ექსპორტირებას. კომიტეტი გააგრძელებს გამოძიებას უცხოური ცენზურის კანონების, რეგულაციებისა და სასამართლო განჩინებების შესახებ და დაუპირისპირდება ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ამერიკულ ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლების უფლებას“, - ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში.

„როგორც ირკვევა, არჩევნებში ჩარევა ევროკომისიისთვის ჩვეული პრაქტიკაა. 2023 წლიდან მოყოლებული, ევროპის ექვს ქვეყანაში გამართული, სულ მცირე, რვა არჩევნების წინ, ევროკომისია ხვდებოდა სოციალური მედიის პლატფორმების წარმომადგენლებს, რათა მათზე ზეწოლა მოეხდინა პოლიტიკური განცხადებების ცენზურის მიზნით კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე“, - ნათქვამია განცხადებაში“, - წერს გია აბაშიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770139986

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ფასების რეგულირებაზე: სახელმწიფოს პოზიტიური როლია, რომ ამ პროცესში ასევე პოზიტიურად ჩაერიოს

„სახელმწიფოს პოზიტიური როლია, რომ ამ პროცესში ასევე პოზიტიურად ჩაერიოს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ფასების რეგულირებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია,...

ნინო წილოსანი

1770137678

მსოფლიო

ემანუელ მაკრონის მტკიცებით, საკუთარი მმართველების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და თეირანთან ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ უჭერს მხარს ირანში რეჟიმის იძულებით ცვ...

მაკრონი მაკრონი

1770136699

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნებიც, მოიგო ქუჩის პროცესიც და მოიგო იდეოლოგიური ბრძოლაც, ყველაფერში აღმოჩნდა მართალი და ის რაც 2022-ში რთული დასამტკიცებელი იყო, 2025-ში ეს ყველაფერი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი „რადიო იმედში“ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, ქუჩის პროცესი და იდეოლოგიური ბრძოლა, რაც 2026 წელს ე...

გურამ ნიკოლაშვილი

1770135806

ახალი ამბები

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს. ცვლილებების თა...

პარლამენტი

1770133229

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი და მას მიჰყავს ეს ქვეყანა განვითარებისკენ. 2026 წელს დღის წესრიგში დებატები იმიტომ დაბრუნდა, რომ ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა

„დებატები არ არის პირდაპირ მიმართული ყველაზე რადიკალურ ჯგუფზე. ვიღაცებს რა თქმა უნდა ვერ დააჯერებ. ოპოზიცია არ ადგენს დღის წესრიგს. ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისი დღის წესრიგი, რომელი...

გურამ ნიკოლაშვილ